ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ კომენტარი გააკეთა. პროკურატურა საქმის მასალების გასაჯაროებას მხოლოდ მაშინ გეგმავს, როცა ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ.
გიორგი გოგაძემ უარყო ინფორმაცია, რომ საქმის მტკიცებულებები ადამიანთა კონკრეტული წრისთვის გასაჯაროვდა.
„გამოძიება მიმდინარეობს, არა ერთი ადამიანია დაკითხული, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა,“ - განაცხადა გიორგი გოგაძემ.