05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
ე.წ. მატროსოვის ციხეში 4 საათზე მეტია მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში მამა გიორგი მამალაძეს პროკურატურის წარმომადგენლები კითხავენ. ე.წ. მატროსოვის ციხეში, გამომძიებლები ბრალდებულის დასაკითხად დილის 11 საათზე შევიდნენ.

ჯერ უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება მამა გიორგის დაკითხვა. შესვლამდე ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ბრალდების შესახებ დეკანოზს ბევრი აქვს სათქმელი და საკუთარ ჩვენებაში ბევრ და ხმაურიან დეტალზე ისაუბრებს.

ციხეში შესვლამდე გაკეთებულ განცხადებებში, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა კომენტარი გააკეთეს. მათი მხრიდან ურთიერთბრალდებები ისმოდა.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, გამოძიება მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვას განზრახ აჭიანურებდა, რასაც პროკურორი არ დაეთანხმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები