05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
ნანა კაკაბაძე ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებას ითხოვს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებას ითხოვს. მისი აზრით, პროკურატურამ საქმეს უნდა მოხსნას გაუთქმელობის პირობა. უფლებადამცველის აზრით, გაუთქმელობა და საქმეში არსებული აუდიო მასალის არასაჯაროობა საზოგადოებაში ბევრ კითხვას აჩენს და სპეკულაციების საშუალებას იძლევა.

„ახლა არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ გაასაჯროოს ის კადრები, რომელიც მას აქვს. ანუ პროკურატურამ უნდა მოხსნას გაუთქმელობის ხელშეკრულება და უნდა გაასაჯაროოს ეს ფაქტები. იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ინსინუაციების საშუალებას იძლევა დღეს ეს გაუთქმელობის ხელშეკრულება,“ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები