05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

საპატრიარქოში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა.

„აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. არ ჩატარებულა ჩხრეკა,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.

„ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რა თქმა უნდა, მაღალი ინტერესი ამ საქმის მიმართ აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ამავდროულად მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას უნდა მიეცეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ამ საქმის რეალური დეტალები გამოვლინდეს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

დღის ამბები