მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ დღეს კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს ე.წ. ციანიდის საქმესთნ დაკავშირებული განცხადებების გამო უსაყვედურა.
„სამწუხაროდ, მიუხედავად, ჩვენ მიერ შეთავაზებული თანამშრომლობის ასეთი მაღალი ხარისხისა, ბოლო დღეებში ხდება ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც, ჩვენი აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება გახმაურებულ საქმეს და იმ საქმეში კონკრეტული საპროცესო დარღვევბის, თუ კონკრეტული ბრალდებულის დაცვის უფლების მოსპობასთან საუბარს. მე ველოდებოდი თქვენგან ინფორმაციის გამოთხოვას, რომელიც ჯერ არ მოგვსვლია, თქვენ კი აცხადებთ, რომ სწავლობთ ამ საკითხს და ასეთ განცხადებებს აკეთებთ, რაც პრინციპში, აზიანებს საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ აღქმის საკითხს,“ - განაცხადა გიორგი გოგაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილეს უჩა ნანუაშვილმა უპასუხა.
„სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არის პრობლემა, ისევე, როგორც საპროცესო უფლებების განუმარტაობა და ზოგადად საპროცესო უფლებების დარღვევა ნებისმიერი ბრალდებულის შემთხვევაში. ისევე, როგორც თანაბარუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა არის სერიოზული პრობლემა, რომელიც კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის პროკურატურის მიმართ ნდობის გაზრდასთან დაკავშირებით და ამაზე სჯობს უფრო ვისაუბროთ, ვიდრე, ის, რომ სახალხო დამცველის განცხადებებმა რაიმე სახით იმოქმედოს, ან არასწორად მოხდა ჩვენი მხრიდან რაიმე საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება, ემ ამ საყვედურს ნამდვილად ვერ მივიღებ, პირიქით, ვფიქრობ, აქეთ ჩვენ უფრო მეტი გვაქვს და უახლოეს დღეებში იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც არა მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისში, არამედ საზოგადოებაში არსებობს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.