05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ ბორჯომში საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე შეხვედრა გახსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბორჯომში, თემაზე ინოვაციური სერვისები და ეფექტური საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე, ყოველწლიური შეხვედრა გახსნა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ გასულ წელს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლზე ისაუბრა.

"ვამაყობთ, რომ ამ ღონისძიებას საქართველოში ვმასპინძლობთ. განსახილველი თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლახან ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები და სიამაყით უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მაქსიმუმი გააკეთა სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში არჩევნები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. საარჩევნო გარემო საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, მაგრამ რა თქმა უნდა კვლავ რჩება გამოწვევები და საქართველოს პარლამენტი მზადაა, ამ კუთხით მუშაობა გააგრძელოს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები