05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
"დელტას" წარმოება ძირითადად საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული - ლევან იზორია

დელტას წარმოება ძირითადად საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტაში სტუმრობისას განაცხადა. მან აქვე აღინიშნა, რომ დელტას მიერ წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე აღიარების პოტენციალი არსებობს.

„განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ახალ, მაღალტექნოლოგიურ პროდუქციის წარმოებაზე, რათა ის უფრო მოთხოვნადი იყოს საერთაშორისო ბაზარზე. დელტას მიერ წარმოებულ პროდუქციას აქვს საკმაოდ კარგი აღიარება საერთაშორისო ბაზარზე,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები