05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
ჩაჩავას 6 ნომერში დევნილთა დასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

თბილისში, ჩაჩავას 6 ნომერში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. სამუშაოებზე 7 000 ლარამდე დაიხარჯა. დასახლებაში დღეს ენერგეტიკის მინისტრი, დევნილთა მინისტრთან და ყაზტრანსგაზის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

„შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ეკუთვნოდათ კერძო მესაკუთრეებს. როგორც ხდებოდა ხოლმე წინა პერიოდში, თავის დევნილებიანად გაიყიდა ეს შენობა. ჩვენმა სამინისტრომ გამოისყიდა, გადავეცით დევნილებს და უკვე ზეგ მთავრობის სხდომაზე გამოვა, რომ მათ გადაეცეთ საკუთრებაში და დაუმტკიცდეთ და პარალელურად მოხდა გაზიფიცირება 16 ოჯახი ცხოვრობს და 16-ვე ოჯახთან შეყვანილი იყო გაზი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო 4 წლის მანძილზე დაახლოებით 200 000 აბონენტის გაზიფიცირება მოხდა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

დღის ამბები