05 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
დიდი პალატა დაკომპლექტებულია - 2 მარტი შესაძლოა "რუსთავი 2-ის" საქმეში გადამწყვეტი დღე აღმოჩნდეს

2 მარტი შესაძლოა რუსთავი 2-ის საქმეში გადამწყვეტი დღე აღმოჩნდეს. უზენაესმა სასამართლომ დიდი პალატის სხდომა დანიშნა და შემადგენლობაც უკვე ცნობილია. 9 მოსამართლე ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე რეზონანსულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით დიდი პალატის შემადგენლობაში შედიან: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქატამაძე, ბესარიონ ალავძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის ვინ იქნება პალატის თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე თუ მზია თოდუა, მაგრამ ცნობილია, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი პალატის წევრები მხარეთა პოზიციების მოსმენაზე უარს ამბობენ. ეს გარემოება რუსთავი 2-ის იურისტებისთვის მიუღებელია. ადვოკატებმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით, ანუ ღია სხდომაზე მიეღოთ.

მხარეთა პოზიციის მოსმენის გარეშე ქვეყნის ბოლო ინსტანცია რუსთავი 2-ის საქმეს 2 მარტს განიხილავს, დიდი პალატის დაკომპლექტებიდან სამ დღეში. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტებისთვის, ეს გარემოებები კითხვის ნიშნებს აჩენს.

ამასთან ერთად, 9 მოსამართლეს შორის 2-ის აცილების შუამდგომლობით რუსთავი 2-ის იურისტებმა უზენაეს სასამართლოს ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიმართეს.

დღესვე ცნობილი გახდა რომ 3 მოსამართლის აცილებას ითხოვს ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც. ადვოკატმა ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის აცილების შუამდგომლობა სასამართლოში 23 თებერვალს აქვს ჩაბარებული. პაატა სალია მოსამართლეთა მიმართ უნდობლობას რამდენიმე მიზეზით ხსნის. ყველაზე მთავარი კი მათივე განჩინებაა, რომლითაც საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები