გორის ცენტრში, მესამე საჯარო სკოლასთან მდებარე 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა. კორპუსის გადახურვის სამუშაოები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ დასრულებული.
ადგილობრივები ყვებიან, რომ კორპუსი სკოლასთან იმდენად ახლოს მდებარეობს, რომ შემთხვევას შესაძლოა მსხვერპლიც კი მოჰყოლოდა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელს სახურავი მთლიანად გადახადა.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომანქანებიც. კორპუსის მცხოვრებლები მომხდარს, ზაფხულში უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირებენ.
უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს არ იზიარებს ქალაქის მერი. ზურაბ ჯირკველიშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას აკისრებს.
გორში ცაბაძის 7 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავი ამ დრომდე გადახდილია. მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის გადაიხურება კორპუსი.
ავტორი: იზო ჩუბინიძე, ვანო გავაშელი.