05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
დაკავებული დეკანოზი გარკვეულ კითხვებზე პასუხის გასაცემად უსაფრხოების გარანტიებს ითხოვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, 11 საათისთვის განახლდება. გუშინ კი ის
ე.წ. მატროსოვის ციხეში, გამოძიების კითხვებს 8 საათის განმავლობაში პასუხობდა.
ადვოკატების თქმით, დეკანოზმა სამართალდამცველებს ამომწურავი პასუხები გასცა კითხვებს როგორც ციანიდის საქმეზე, ასევე იარაღთან დაკავშირებით.

თუმცა, მათივე ინფორმაციით, იყო თემები, რომლებზე განმარტებასაც მამა გიორგი მამალაძე მხოლოდ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ გააკეთებს.

"დაკითხვის დროს მამა გიორგიმ ბრძანა, რომ იქ გამოძიების მხრიდან გარკვეული შეკითხვები იყო, ამ ეტაპზე შეიკავა თავი ერთი მიზეზის გამო, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების მიზნით მისი ოჯახის წევრები, რაზეც პროკურატურისთვის ცნობილია,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გვიან ღამით დასრულებული დაკითხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბრალდების მხარემაც, თუმცა დეტალები არ დაკონკრეტებულა.

"კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა, როდესაც ეს ინფორმაცია მოვისმინეთ, ბუნებრივია, დაისმება ეს შეკითხვები და ბრალდებულსაც მოუწევს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი," - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა. 

 

დღის ამბები