ოკუპანტების მიერ უკანონდ დაკავებული 69 წლის მოხუცი ცხინვალის ციხიდან პირდაპირ გორის საავადმყოფოში მოხვდა. ამირან გუგუტიშვლს ოკუპანტები დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ექიმის განცხადებით, პაციენტს ტვინის შერყევა და სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ამირან გუგუტიშვილი რუსმა ე.წ. მესაღვრეებმა 4 დღის წინ, გორის რაიონის სოფელ კოშკას მიდმებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღში დააკავეს, სადაც ფიჩხის მოსაგროვებლად იყო ჩასული.