03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
გზებზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ისევ ვერ ხერხდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნუგზარ გასვიანი, აცხადებს, რომ ნალექის კლებისთანავე გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი გუდაურის საკურორტო გზის,  მეორე ეტაპი კი გუდაური-კობის მონაკვეთის გზის აღდგენა იქნება.

ნუგზარ გასვიანის განცხადებით, ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე გზა ნალექის გაჩერების შემდეგ გაიწმინდება და მოძრაობაც მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ამ ეტაპზე შეზღუდვებია მესტიისა და ლენტეხის მიმართულებით, სადაც მოძრაობა ჯაჭვებით არის შესაძლებელი.

დღის ამბები