საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშრებით დაიკითხება.
უწყებაში შესვლამდე მეუფე პეტრე ცაავამ განცხადება გააკეთა. მეუფე ამბობს, რომ დაკითხვა სავარაუდოდ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.
"საჯარო განცხადება რაც გავაკეთე, რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ და მზად ვარ ნებისმიერ წინააღმდეგობას, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, შევხვდე ღირსეულად. არ ვიცი დამისვამენ თვითონ შეკითხვებს, საუბარია, რომ ჩემი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, მაგრამ მე არ ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ მიჩნდება ეჭვი, შეიძლება კურიოზულ შემთხვევას წავაწყდეთ, რომ მამა გიორგი მამალაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს გაუთქმელობის დარღვევით. არ მგონია დეკანოზის ჩვენებიდან, მე როგორც ვიცი წუხელ გვიან დამთავრდა. ერთი არის ძალიან საინტერესო,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, დღეს გამოჩნდება ვრცელდება თუ არა საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა პროკურატურაზე.
„დღეს გამოჩნდება, საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრორუსული, დამბყრობლური ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რამდენად მართავენ საქართველოს პროკურატურას,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.
მეუფე პეტრემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევაზე. მეუფე ამბობს, რომ პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს.
„რა თქმა უდნა მამა გიორგის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და სხვა დარღვევებიდან გამომდინარე, რასაც მე ვხედავ პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს,“-აცხადებს მეუფე პეტრე.
მეუფე პეტრე ცაავას დაკითხვაზე დაბარებას, მამა გიორგი მამალაძის მიერ მიცემულ ჩვენებას არ უკავშირებს, დეკანოზის ადვოკატი.
„მეუფე პეტრე არ ყოფილა ჩვენებაში იმ კონტექსტში დასახელებული, რომ მამა გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ჩვენებას გაეხადა მისის დაკითხვა აუცილებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიებამ ზოგადად ამ თემაზე არ დაკითხოს ის,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.