საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშილი ფიქრობს, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო აქტიურად უნდა იყოს წარმოდგენილი და ქვეყანაში მედიის თავისუფლება უზრუნველყოფილი.
„საქართველოს როლი მსოფლიოს თანამეგობრობაში, მსოფლიოს უსაფრთოხების არქიტექტურაში არის, პირველ რიგში, მისი დემოკრატიული განვითარებიდან გამომდინარე. მისი ადგილი, როგორც რეგიონში, ისე მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობაში, ამითაც განისაზღვრება. მედია, ცხადია, ერთ-ერთი პირველი ინდიკატორია იმისა, თუ როგორ ავითარებს ქვეყანა დემოკრატიულ ინსტიტუტებს,“ - განაცხადა დავით რქავიაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა „ერთგვარი ინერციაა“. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის შიგნით პროდასავლურ ძალებს ესხმის, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე მედიას, კერძოდ, რუსთავი 2-ს.