05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - შეკრებილები ადრეული განვითარების სერვისის ვაუჩერის გაუქმებას აპროტესტებდნენ

აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროსთან - აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა მშობლები ადრეული განვითარების სერვისის ვაუჩერის გაუქმებას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას, იმისთვის, რომ ვაუჩერის მოლოდინში მყოფმა ყველა ბავშვმა შეძლოს ამ სერვისით სარგებლობა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ ვაუჩერების პრიორიტეტებით მიღებაც გაუქმდეს.

აქციის მონაწილეებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი ამირან დათეშიძე ამბობს, რომ ახალი 2017 წლის პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდება და პრიორიტეტების მიხედვით, ბავშვები ეტაპობრივად შეძლებენ მომსახურებით სარგებლობას.

დღის ამბები