საქართველოში პირველი მუსთერაპიული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი არასმთავრობო ორგანიზაცია მშობელთა ხიდის, სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაარსდა.
ცენტრი ბავშვებს დაეხმარება სხვადასხვა პრობლემის გადალახვაში და ის არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მოზარდებს მოემსახურება.
"მშვენიერი საქმე გააკეთეს, გაარემონტეს ძალიან დიდი ნაწილი ამ შენობის. ვფიქრობ, ბავშვებსაც და მშობლებსაც, ვისაც ამ დღის ცენტრის იმედი ჰქონდა, შვება მიეცა. რთულ მდგომარეობაში არიან და ჩვენი ვალია, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში გვყავდეს," - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.