ნაზღაიძის საქმე - დღევანდელ შეხვედრას საკრებულოში ესწრებოდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
მათი ნაწილი დღესაც საუბრობს იმაზე, რომ ცალსახა კორუფციის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა ჩნდება დამატებითი კითხვები და ისინი ამ საკითხის შესწავლას აგრძელებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთ ნაწილი კი შესაძლო კანონდარღვევაზე ღიად საუბრობს.
„ის გარემოება, რომ მერიამ, პრაქტიკულად თბილისის თვითმმართველობამ, ისე მისცა კომპენსაციის თანხა ნაზღაიძეს, რომ რეალურად ნაზღაიძეს თანხა გადახდილი არ ჰქონდა ბანკისთვის ჯერ, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თავად თბილისის თვითმმართველობამ გადაუხადა ბანკს ეს თანხა,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა, სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მლნ ლარის ქონების გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით.