05 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
მეუფე პეტრე 3 საათზე მეტია, პროკურატურის შეკითხვებს პასუხობს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი 3 საათზე მეტია, პროკურატურის შეკითხვებს პასუხობს. როგორც მეუფე პეტრე აცხადებს, ის დაკითხვაზე საჯაროდ გაკეთებული განცხდებების გამო დაიბარეს.

საგამოძიებო უწყებას მიტროპოლიტი უნდობლობას უცხადებს, თუმცა მზად არის, კითხვებს უპასუხოს.

მეუფე პეტრემ საგამოძიებო უწყებაში შესვლის წინ ვრცლად ისაუბრა, თუ რა სახის შეკითხვები შეიძლება, დაუსვას მას პროკურატურამ.

მისი თქმით, ჩრდილოვან მმართველზე და რუხ კარდინალზე ექნება კითხვებზე გასაცემი მას. ამასთანავე ის ვარაუდობს, რომ შორენა თეთრუაშვილს, ისევე როგორც საპატრიარქოში, ასევე გავლენები აქვს მთავარ საგამოძიებო უწყებებშიც.

მეუფე პეტრე გამორიცხავს, რომ მთავარ საგამოძიებო უწყებაში კითხვები ე.წ. ციანიდის საქმეზე დაისმება. ის აქვე საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს.

დღის ამბები