05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
მას უკვე ჯიბეში ჰყავს როგორც მერია, ასევე საკრებულო - ხათუნა სამნიძე ნაზღაიძეების საქმეზე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, აცხადებს, რომ თბილისის მერი ვალდებულია, საკრებულოში მივიდეს და პასუხები გასცეს არა მხოლოდ უმცირესობის, არამედ საზოგადოების შეკითხვებს, რადგან თბილისის ბიუჯეტიდან მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას 1 მილიონი ლარის საფასურის ქონება კორუფციული გზით გადაეცა.

ამ საკითხზე ხათუნა სამნიძემ კურიერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დღეს საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებმა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არასამთავრობო სექტორს გააცნეს.

„დღეს ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტაცია წარვუდგინეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მთელი ჯაჭვი მოვყევით, თუ როგორ ხდებოდა ეს კორუფციული გარიგება მერიას, საკრებულოსა და ნაზღაიძეს შორის,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

მისი თქმით, სტიქიიდან წელიწადნახევრის შემდეგ ზვიად ნაზღაიძემ საქართველოს ბანკს მიმართა, რომ დავალიანების სახით დარიცხულ პროცენტებსა და მიწის საფასურს გადაიხდიდა.

„ანუ, ის დებს 29 ნოემბერს ისეთ ხელშეკრულებას ბანკთან, რომ მას უკვე ჯიბეში ჰყავს როგორც მერია, ასევე საკრებულო,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

მისი თქმით, მერს პასუხები არ აქვს, რადგან თბილისის ბიუჯეტიდან 23 ათას ლარად შეფასებულ მიწაში 1 მილიონი ლარი დაიხარჯა

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ის საკითხი, თუ რამდენად უკავშირდებოდა ნატა ნაზღაიძის ძმასთან გაფორმებული კორუფციული გარიგება რუსთავი2-ის საქმეს, ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

დღის ამბები