05 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
მეუფე პეტრე 5-საათიანი დაკითხვიდან გამოვიდა

მეუფე პეტრე 5-საათიანი დაკითხვიდან გამოვიდა. ის ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე პროკურატურის შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.  

მისი განცხადებით, მიმოწერა, რომლიც მან რუსთავი2-ს მიაწოდა, ავთენტურია. მეუფე პეტრემ პროკურატურას ურჩია, ის ადამიანები დაკითხოს, რომლებიც ე.წ. ციანიდის საქმეზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ. მისი თქმით, ეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არიან.

 „თუ მოტივაცია იქნება, რომ ყველა ადამიანი, როგორც მე, განცხადების გამკეთებელი იქნება დაკითხული, მიმაჩნია, რომ არ იყოს სამართალი მიკერძოებული, რომელსაც ვეძახი ფარისევლობას და ამ ფარისევლობისაგან ვიყოთ დაცული, კარგი იქნებოდა, თუ ჩემამდე ყველაზე დიდი განცხადების ავტორები იქნებოდნენ დაკითხულები. ვგულისხმობ ქვეყნის პირველ პირებს, რომლებმაც ასე გააზვიადეს და ძალიან დიდ გაუგებრობაში შეიყვანეს ქართული მოსახლეობა,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

დღის ამბები