05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრების მეორე რაუნდი - კომისიის წევრები კონკრეტულ შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ

საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრის მეორე რაუნდი დღეს 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომისიის წევრები, სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას განიხლილავდნენ. ასევე კამათი იყო იმაზე, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ის, რომ საქართველო ევროატლანტიკურ კურსს ირჩევს.

არასამათავრობო ორგანიზაციები მმართველ გუნდს მოუწოდებიენ, რომ ქვეყნის მთავარ კანონში საგარეო კურსთან დაკავშირებით ცხადი განაცხადი დაფიქსირდეს, ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს.

ირაკლი აბესაძე პრეზიდენტისათვის უფლებების შეკვეცად იმ ინიციატივას აფასებს, რომელიც, მისი განმარტებით, უმრავლესობის მხრიდან კომისიის წინა შეხვედრაზე დაისვა. დისკუსიის თემაა, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზინდეტს უზენაეს სასამართლოში წევრების წარდგენის უფლება.

პრეზინდეტის მიერ უზენაეს სასამარლოში კანდიდატების წარდგენის წესის შეცვლას არ ეთანხმებიან არც არასამთავრობო ორგანიზაციები.

დღეს განსახილველ საკითხებს შორის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის როლის კონსტიტუციით განსაზღვრა და სასოფლო მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხიც.

კონკრეტულ შეთანხმებამდე კომისიის წევრები არ მისულან.

დღის ამბები