05 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძემ შემომთავაზა უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ოთახის გაკეთება - სოსო ოხანაშვილი

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქისთვის ცალკე ოთახის გაკეთებას გეგმავდნენ და მის იზოლირებას, სიმართლეს არ შეესაბამება.

არჩევენის ეთერში მან აღნიშნა, რომ პატრიარქის იზოლირება არ იგეგმებოდა, არამედ სამედიცინო ინსტრუმენტებით აღჭურვილი ოთახი უნდა გაეკეთებინათ.

„ეს არ იყო დაცვის ოთახი. ეს იყო ოთახი სამედიცინო თვალსაზრისით,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ექიმების დაჟინებული მოთხოვნით დათანხმდა პატრიარქი სამედიცინო გამოკვლევებს. მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძემ შეთავაზა საპატრიარქოს ერთ-ერთ კელიაში სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ოთახის გაკეთება.

„მამა გიორგი მამალაძემ, რომელიც საპატრიარქოს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მოვიდა და მითხრა, რომ ხომ არ სჯობს, საპატრიარქოში ერთ-ერთ კელიაში გავაკეთოთ ოთახი. მე მას აღვჭურავ უახლესი სამედიცინო ტექნიკით და, როდესაც პატრიარქს დასჭირდება, შევიყვანთ იმ ოთახში ექიმების მეთვალყურეობით, რადგან ის ყოველთვის წინააღმდეგია საავადმყოფოში გადაყვანის,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა. 

დღის ამბები