პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის გერმანიაში ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე საუბრობს.
არჩევანის ეთერში სოსო ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ პატრიარქს ოპერაციამდე უთხრეს, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მოწამვლას გეგმავდა, ხოლო ამ საქმეში გასარკვევად მისი დაცვის უფროსი დაიბარეს.
„პატრიარქს ჩასვლის დღიდან უნდოდა საქართველოში დაბრუნება, სანამ ეს ამბები მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია მისდიოდა მას სხვადასხვა ადამიანისგან,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის თქმით, პატრიარქი საზღვარგარეთ ყოფნის დროს არასდროს დაუტოვებია.
„საზღვარგარეთ, დაახლოებით, 17 ქვეყანაში ვახლდი მის უწმინდესობას, და ბევრ ქვეყანაში მრავალჯერ, კონკრეტულად გერმანიაში ძალიან ბევრჯერ,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძის შესახებ პატრიარქს თავად არ უამბო, რადგან ეს ამბავი მის მდგომარეობას დაამძიმებდა.
პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოყოლილ ამბავი არ დაუჯერა.