05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
რა წამსაც დავჭირდები ჩემს პატრიარქს, მე იმ წამს დავდგები მის გვერდით - სოსო ოხანაშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის, განცხადებით, ის ნებისმიერ წამს მზად არის, პატრიარქი დაიცვას.

გადაცემა არჩევანში მან საზოგადოებას მიმართა. მისი თქმით, პატრიარქს დაცვის 20 თანამშრომელი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავს და მას მათი იმედი აქვს.

"მართალია, მე გადავდექი ამ თანამდებობიდან, მაგრამ ის 20 ბიჭი დარჩა ახლა იქ, პირადი მცველები. მე ვიცი, რომ ისინი უშუალოდ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურია და ის მისი გვარდიაა. სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავენ პატრიარქის უსაფრთხოებას და მე, პირადადაც, სადაც არ უნდა ვიყო, რა წამსაც დავჭირდები ჩემს პატრიარქს, მე იმ წამს დავდგები მის გვერდით,“ - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

დღის ამბები