05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
მამა გიორგი ზვიადაძე ფიქრობს, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე „ძალიან მშვიდი გარემოა"

"სხვა ადამიანებიც იყვნენ დაკითხვაზე და არვის მიმართ ასეთი სოლიდარობა არ გამოცხადებულა," - პროტოპრესვიტერის, მამა გიორგი ზვიადაძის აზრით, მამა გიორგი მამალაძემ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უბრალოდ დამატებითი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და მისი აზრით, დაკითხვაზე „ისეთი არაფერი არ ხდება“.

გადაცემა არჩევანში გიორგი გაბუნიას შეკითხვაზე, ყოფილა თუ არა მამა გიორგი ზვიადაძე პროკურატურაში დაკითხვაზე და იცის თუ არა როგორია ეს პროცესი, მამა გიორგიმ უპასუხა, რომ იცნობს ადამიანებს, რომლებიც ყოფილან დაკითხვაზე და არავითარი ცუდი მდგომარეობა არ ყოფილა.

მისი აზრით, დაკითხვაზე დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად „ძალიან მშვიდი გარემოა“.

„ის ადამიანები, რომლებიც უკვე იყვნენ დაკითხვაზე, მე მათთან მქონდა საუბარი და ვიცი, რომ არავითარი მსგავსი რამ არ ყოფილა, ყველას მქონდა ძალიან მშვიდი გარემო იმისთვის, რომ გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინათ საქმესთან დაკავშირებით,“ - აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე.

მისი თქმით, ეკლესია ყველა ადამიანს გვერდით უდგას და არავის არ უგულებელყოფს. მისი აზრით, ყველა გამოძიებას უნდა დაელოდოს.

„საპატრიარქო არ მონაწილეობს გამოძიებაში, საპატრიარქოს თხოვნა აქვს მხოლოდ, რომ გამოძიება იყოს ობიექტური,“ - აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე.

მისი აზრით, გადაცემის სტუდიაში საქმეზე დაწვრილებით საუბარი არ არის საჭირო. მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, საპატრიარქო საქმის დეტალებს არ იცნობს.

საკითხზე, დაირღვა თუ არა მამა გიორგი მამალაძის უფლებები, კომენტარს არ აკეთებს, რადგან, მისი თქმით, საშუალება არ აქვს, გამოძიებას თვალი მიადევნოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები