03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
გუდაურში საჭმლის დეფიციტია, გუდაური-თბილისის გზა კი კვლავ ჩახერგილი

თბილისი-გუდაურის გზა კვლავ ჩაკეტილია. ზვავსაშიშროების გამო მაგისტრალზე სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. რაც შეეხება პროდუქტს, გუდაურში მისი ნაკლებლობაა. დამსვენებლებმა, რომლებიც გუდაურში არიან ჩარჩენილები, მაღაზიებში პროდუქტის დიდი ნაწილი უკვე შეიძინეს. 

გუდაურის მიმართულებით უკვე დაიძრა ორი სატვირთო ავტომობილი, რომელიც პროდუქტითაა დატვირთული. აღნიშნული დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ მოქალაქეებისთვის გამოყო, რომლებიც გზაზე არიან ჩარჩენილები და საჭმელი და სასმელი არა აქვთ. 

კოლონა ამ დროისთვის სოფელ მლეთასთანაა გაჩერებული და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს. 

ამინდი კი რეგიონში უფრო უარესდება. თოვა რეგიონში კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები