03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ავიაკატასტროფას ახალ ზელანდიაში ყველა მგზავრი გადაურჩა

ავიაკატასტროფას ახალ ზელანდიაში ყველა მგზავრი გადაურჩა. ინცინდენტი ქალაქ ტაუპოში მოხდა. ავიაკომპანია" სქაიდაივ ტაუპოს" მცირე ზომის თვითმფრინავი ტბაში ჩავარდა. ბორტზე 6 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი კატასტროფამდე თვითმფრინავიდან პარაშუტებით გადმოხტა და გადარჩა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, სავარაუდოდ საქმე ტექნიკურ გაუმართაობას ეხება.

დღის ამბები