03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
მოძრაობა "მწვანე მუშტი" საყდრისის ნაციონალიზაციას მოითხოვს

სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი" ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG-სთვის ლიცენზიის ვადის 5 წლით გაგრძელებას აპროტესტებს. მოძრაობის წევრები ამ ლიცენზიის გაგრძელებით გამოწვეულ პრობლემებზე ლაპარაკობენ - მათი თქმით, კიდევ უფრო მცირდება საყდრისის გადარჩენის შანსები და მწვავდება ეკოლოგიური პრობლემები. ორგანიზაცია "მწვანე მუშტი" საყდრისის საბადოს ნაციონალიზაციას ითხოვს და საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს.

„ეს არის კომპლექსური პრობლემა, სადაც წარმოჩენილია როგორც ადამიანის უფლებრივი პრობლემები, ისე ეკოლოგიური პრობლემები. გარდა იმისა, რომ სახლები იბზარება, შრომითი უფლებებია დარღვეული, ასევე სოფლის მეურნეობის მხრივ არის დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ ადამიანებმა დაკარგეს მიწები. რესურსის მართვა მოქცეულია კერძო კომპანიების ხელში და არა საზოგადოების ხელში, ამიტომ ჩვენი მოძრაობა მოითხოვს ამ საბადოს ნაციონალიზაციას" - აცხადებენ "მწვანე მუშტის" წევრები.

"მწვანე მუშტის" წევრები აქციებს თბილისში გამართავენ. ისინი ამბობენ, რომ საყდრისის საბადოზე მომუშავეებთან დაპირისპირებას ერიდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები