03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
უშგული ელექტროენერგიისა და გზის გარეშეა დარჩენილი [ფოტო]

უშგულის მოსახლეობა დიდთოვლობის გამო ბოლო ერთი კვირაა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გზაც ჩაკეტილია და ისინი გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. მათი თქმით თოვლის საფარის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს.

ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს მედიკამენტების მარაგი. როგორც ისინი ამბობენ საჭიროების შემთხვევაში უშგულში ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა შეძლებს მისვლას. ადგილობრივები იმასაც შიშობენ, რომ ასეთი მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა საკვები პროდუქტების დეფიციტიც შეიქმნას.  

შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა მესტიაშიც, სადაც ასევე ჩაკეტილია გზები და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები