03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
ნინოწმინდაში გზაზე ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაცია დასრულებულია

ნინოწმინდაში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ გზაზე უამინდობის გამო ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაცია დასრულებულია. ოპერაცია შინაგან საქმეთა და რეგიონული განვითარების სამინისტროების სპეციალურმა სამსახურებმა ჩაატარეს.

ამ დროისათვის ადგილზე მხოლოდ რამოდენიმე ავტომობილია დარჩენილი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამინდი გუშინდელთან შედარებით მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა. საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიმდინარეობს გზის გამწმენდი სამუშაოები.

ამავე თემაზე
დღის ამბები