03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ლენტეხში გზები გაწმენდილია

ამ დროისთვის ლენტეხში უამინდობისგან გამოწვეული მდგომარეობა ნორმალურია.

რაიონის გამგებლის განცხადებით, ხეობაში ყველა გზა გაწმენდილია და გადაადგილება სპეციალური დამცავებით არის შესაძლებელი.

თოვლის საფარი ლენტეხის ცენტრში ერთ მეტრს აღწევს. რაიონში მობილიზებულია ყველა სახის ტექნიკა.

მოსული ნალექის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

„მთაში როცა თოვლია, პირობებიც მკაცრია, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემები დაძლევადია, ვუმკლავდებით. გზებზე ზვავებია პატარ-პატარა, მაგრამ როგორც ასეთი, სერიოზული შეფერხება არ გამოუწვევია. მთელი ხეობა გაწმენდილია,” - განაცხადა ლენტეხის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები