03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
კობი-გუდაურის გზა, შესაძლოა, დღის ბოლომდე გაიხსნას

უამინდობის გამო რამდენიმე რეგიონში გზებზე კვლავ პრობლემებია. ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე გზა დღეს რამდენიმე საათით გაიხსნა. გუდაურში ჩარჩენილი ტურისტების ნაწილმა შეძლო თბილისში დაბრუნება.

სოფელ მლეთაში ჩამოწვა ზვავი, ჩაიკეტა სოფლის გზა და მლეთა მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. ჩამოსულმა ზვავმა რამდენიმე სახლი დააზიანა, ზვავში მოჰყვა ორი ადამიანიც, რომლებიც მსუბუქად დაშავებულები არიან. მოსახლეობა უკმაყოფილოა და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

4 დღეა, მანქანები გზის გახსნას ელოდებიან. როგორც მცხეთა-მთიანეთის შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსი, კახა ბუხრაძე, "კურიერთან" აცხადებს, გზის გახსნა, სავარაუდოდ, დღეს დღის ბოლომდე უნდა მოხდეს.

„ფასანაური-გუდაურის გზაზე მოძრაობა აღდგენილია მხოლოდ გუდაურიდან თბილისის მიმართულებით. მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და დღის ბოლომდე ვვარაუდობთ ორივე მიმართულებით გზის გახსნას,“ - განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები