03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
რას ფიქრობენ ქართველი მომღერლები დავით ნარმანიას ინიციატივაზე?

ქალაქის მერის დავით ნარმანიას ინიციატივასთან დაკავშირებით "კურიერი" რადიოების „არ დაიდარდო” და „ფორტუნა პლუსის” დიჯეების, ასევე აუდიომაღაზიების წარმომადგენლების შეფასებებით დაინტერესდა.

თბილისის მერის ინიციატივით, კონცერტებზე, რომელსაც თვითმმართველობა დააფინანსებს, მომღერლები ხმის მიცემით შეირჩევიან.

"კურიერის" მიერ გამოკითხული რესპონდენტები კი, ნარმანიას იდეის გახორციელების შემთხვევაში, გემოვნებიანი მუსიკის კლებას და ფანოღური სიმღერების სიყვარულის გამო დღესასწაულებზე რესტორნულ განწყობას წინასწარმეტყველებენ.  

„იუთუბის” რჩეულ ვიდეოებს შორის ხუთეული ასეთია: "გამოუვალი მდგომარეობა," გვანცა ბაგრატიონი, ბერა, გია სურამელაშვილი და 5-მილიონიანი ნახვით ლიდერი ნინო ჩხეიძეა სიმღერით "მაყვალა".

მომღერლების ნაწილს იდეა არ მოსწონს და ფიქრობენ, რომ კონცერტის მონაწილეთა სიის შესარჩევად აპოლიტიკური მეთოდები და საორგანიზაციო საკითხებში მეტი პროფესიონალის ჩართვაა საჭირო.

ამავე თემაზე
დღის ამბები