03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ნინოწმინდაში ყინვისაგან 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზის მონაკვეთზე მამაკაცი გარდაიცვალა. 54 წლის ვაზგენ გინოსიანის ძებნა მაშველებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოჯახმა მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის გაყინული იპოვეს.

ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მამაკაცი 6 იანვარს გაიყინა, როდესაც ნინოწმინდაში ძლიერი ქარბუქი იყო. ოჯახის განცხადებით, ვაზგენ გინოსიანი სახლიდან მეზობელ სოფელში მიდიოდა.

უკვე მესამე დღეა, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ნინოწმინდის ათი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. პრობლემები აქვთ მგზავრებსაც, რომლებიც სომხეთის მიმართულებით გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

დღის ამბები