03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
თბილისში დღეს აქცია Je Suis Charlie (მე ვარ შარლი) გაიმართება

საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო დაწყებულ სოლიდარობის გლობალურ კამპანიას საქართველოც უერთდება.

აქცია Je Suis Charlie (მე ვარ შარლი) დღეს თბილისში 19:00 საათზე დავით აღამაშენებლის გამზირზე გაიმართება.

აქცია გუშინ საღამოს სოციალურ ქსელ "ფეისბუკით" დაანონსდა.

"ჩვენ ვიზიარებთ ფრანგი ხალხის მწუხარებას პარიზში 7 იანვარს სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლული 12 ადამიანის გამო და ვგმობთ გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვისკენ მიმართულ ძალადობას. 

8 იანვარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ”ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები თანადგომას და სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს,” - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. 

სოლიდარობის აქცია საღამოს 7 საათზე დავით აღმაშენებლის გამზირზე, ვარდების ბაღის გვერდით, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან გაიმართება.  


ამავე თემაზე
დღის ამბები