03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
გუდაურთან მისასვლელი გზა გაწმენდილია

გუდაურთან მისასვლელი გზა უკვე მთლიანად გაწმენდილია. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა გზაზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის დაშვებული, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებში შეფერხებებია. გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ სატვირთო ავტომობილებს. ტრაილერების მძღოლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულობენ. მათი თქმით, თუ გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, ისინი აზერბაიჯანში დაბრუნდებიან. 

ამ დროისთვის მხოლოდ ორი სოფელია დარჩენილი, სადაც ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

„ოჯახებში ყველგან ყველაფერი აქვთ მომარაგებული, ასე ხდება ტრადიციულად და ისტორიულად ის ხალხი ამას მიჩვეულია, რომ დიდი თვლი მოვა და გარკვეული დროით შეფერხება იქნება. არის ქალაქში მაღაზიები და საცხობები, რომელსაც აქვს რამდენიმე დღის მარაგი. საჭირო არის გარკვეული მარაგის შეტანა, რომ დაზღვეული ვიყოთ. ამ წუთში არ თოვს, მაგრამ ნისლია და ღრუბელია ძალიან და ფრენა არ არის. გუდაური-კობის მონაკვეთზე არის ძალიან დიდი თოვლი მოსული, ზვავები ჩამოსული, სახიფათოა იქ მუშაობა ადამიანის სიცოცხლისთვის, ამიტომ არ ვიცით როდის მოხდება გზის გახსნა,“ განაცხადა ნუგზარ ყიფიანმა.

დღის ამბები