03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
მაშველებმა ლატვიელი ტურისტების ძებნა შეწყვიტეს?

გუდაურში დაკარგული ლიტველი ტურისტების ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ბოლოს ტურისტებმა შეტყობინება სამაშველო ცენტრში ჯვრის უღელტეხილის 97-ე კილომეტრიდან დატოვეს. სად იმყოფებიან ამჟამად ტურისტები, უცნობია.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მეტეოსადგური და ეკლესიაა, სადაც ტურისტებს თავის შეფარება შეუძლიათ, მაგრამ შეაფარეს თუ არა ტურისტებმა თავი რომელიმე მათგანს, უცნობია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მაშველები, რომლებიც ლიტველი ტურისტების დასახმარებლად წავიდნენ, უკან დაბრუნდნენ. მიზეზი გაუკვალავი თოვლი და დაბალი ხილვადობაა.

თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

გუდაურში ამ დრომდე თოვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები