03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ქართველი ჟურნალისტები ფრანგი კოლეგების მხარდასაჭერად

საფრანგეთის საელჩოსთან ამ წუთებში ჟურნალისტები იკრიბებიან. სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები პარიზში გამომცემლობა "ჩარლი ებდოზე" მომხდარ თავდასხმას აპროტესტებენ. ისინი თანაგრძნობას უცხადებენ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და უერთდებიან საყოველთაო კამპანიას "მე ვარ შარლი." მათი შეფასებით, ეს იყო თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი.

"როდესაც უდანაშულო ადამიანებს შეუვარდები სამსახურში და ავტომატით დახოცავ, ეს არ მგონია, რომ რომელიმე რელიგიის ან ღმერთის ჭეშმარიტ მიზნებს შეესაბამებოდეს. საფრანგეთი დალაგებული ქვეყანაა იმისთვის, რომ თუ რამე არ მოგწონს და ფიქრობ, რომ თავისუფლება გეზღუდება, ეს პრობლემა სასამართლოს გზით მოაგვარო," - განაცხადა რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა თენგო გოგოტიშვილმა.

”მე ვარ შარლი” - მასშტაბური აქცია ამ დევიზით თბილისში საღამოს 7 საათზე გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები