03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ვირუსების შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან არის მოსალოდნელი.

საქართველოში გრიპის ვირუსის მატება შეიმჩნევა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპით დაავადების შემთხვევების მატების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები წელს ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში გრიპის ვირუსის მატებას თებერვლიდან ვარაუდობენ.

"საქართველოში ჯერჯერობით აბსოლუტური სიმშვიდეა. რა თქმა უნდა, გრიპის მაგვარი დაავადებები არის, რადგან ზამთარია. გარკვეულ მატებას ველოდებით თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. გრიპის მაგვარი დაავადებები უმნიშვნელოდ გაზრდილია, მაგრამ მძიმე შემთხვევები მნიშვნელოვნად ნაკლებია," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები