03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
საფრანგეთში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ტერორისტული აქტის შემდეგ საფრანგეთში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყანაში ყველა სახელმწიფო შენობაზე დაშვებულია დროშები, ხოლო ეკლესიებში ზარები ირეკება.

პარიზში მოქალაქეები აქციებს მართავენ. ამ დრომდე ხალხმრავლობაა ჟურნალ „შარლი ებდოს“ ცენტრალურ ოფისთან. მოქალაქეებს გამომცემლობასთან ყვავილები მიაქვთ და გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ.

გამომცემლობასთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ის, რაც პარიზში გუშინ მოხდა, საფრანგეთზე და თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმაა.

საფრანგეთის პრეზიდენტი კი დილიდან დიპლომატებს და სხვადასხვა რელიგიური მიმდევრობის წარმომდგენლებს ხვდება. მოქმედი პრეზიდენტი დღესვე ყოფილ კოლეგას, ნიკოლა სარკოზისაც შეხვდა. 

საფრანგეთის დედაქალაქში მუშაობს „კურიერის” გადამღები ჯგუფი. მაია გოგსაძე „შარლი ებდოს” ოფისთან იმყოფება და პროცესების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები