03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
"მე შარლი ვარ" - აქცია თბილისში [ფოტო]

ამ წუთებში თბილისში იმართება აქცია სახელწოდებით "მე შარლი ვარ." აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ საფრანგეთს და გმობენ ტერორისტულ აქტს, რომელიც პარიზში გუშინ მოხდა. ისინი საელჩოს შენობასთან ყვავილებით და სანთლებით მივიდნენ. აქციის თითოეულ მონაწილეს ხელში უჭირავს პლაკატი წარწერით "მე შარლი ვარ." 

სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას იღებენ "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი თინა ხიდაშელი,  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები. სოლიდარობისთვის მათ მადლობა საფრანგეთის ელჩმა პირადად გამოუცხადა.

დღესვე სანთლებით და ყვავილებით მოსახლეობა ფრანგულ ინსტიტუტთანაც მივიდა.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "შარლი ებოდს" თავს გუშინ დაესხნენ. ტერაქტის შედეგად 12 ჟურნალისტი დაიღუპა. 

დღის ამბები