03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
"მთავრობა და ივანიშვილი პოლიტიკური დანიშვნისთვის ემზადებიან," - გოკა გაბაშვილი

„დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური დანიშვნისთვის იანმთავრობა და ივანიშვილი,” - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოკა გაბაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, უკვე 2 წელია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღიად ლაპარაკობს, რომ მათ სასამართლო სისტემაზე სრული კონტროლი სჭირდებათ.

გაბაშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სასამართლოზე კონტროლის დაწესება უნდა, იზიარებს „თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძეც.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა იყოს აღიარებული იურიდიულ სამყაროში. აბაშიძე ასევე განმარტავს, რომ  შერჩეულ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან იდენტობა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პრეზიდენტი პარლამენტში წარადგენს და მისი არჩევისთვის 76 ხმა არის საჭირო.  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლის ვადით აირჩევა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები