03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
საფრანგეთი ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობს

საფრანგეთი თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საზარელი თავდასხმის დროს დაღუპულებს გლოვობს. ქვეყანაში მოძრაობა რამდენიმე წუთით მთლიანად შეწყდა. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. პარიზის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებმა ერთიანობის ჯაჭვიც შეკრეს. სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმის გამო პროტესტი მათ სიმბოლურად თანასწორობის ქანდაკებაზეც გამოსახეს.

ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზის პოლიციის შტაბბინაში მივიდა და სამგლოვიარო ცერემონიას იქ დაესწრო. ერთ-ერთი პირველი, ვინც ფრანგ კოლეგას დაურეკა და მომხდარი დაგმო, შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო.

პარიზში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მსოფლიო სოლიდარობის აქციებმა მოიცვა. დაღუპულები დღეს დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და იტალიის საკანონმდებლო ორგანოებში გაიხსენეს. წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გარდაცვლილთა ხსოვნას ევროპარლამენტთანაც.

პარიზის ტერაქტის შემდეგ ევროპელი ლიდერები უსაფრთხოების სტრატეგიის გადახედვაზე ალაპარაკდნენ. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ამ თემაზე ევროკომისიასა და ევროპარლამენტს შორის მომავალ კვირაში დაიწყება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები