03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნათ, როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას

ჯვრის უღელტეხილზე დაკარგული ტურისტები მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს. ცუდი ხილვადობისა და დიდთოვლობის გამო მათ ადგილსამყოფელამდე მისვლა მთელი დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

დღეს დილიდან გუდაურში მისასვლელი გზა გაიწმინდა, თუმცა ტრანსპორტი მაინც შეფერხებით მოძრაობდა, მიზეზი კი ცალმხრივად გახსნილი მოძრაობაა, რის გამოც ავტომობილების ნაკადი მორიგეობით გადაადგილდებოდა. გუდაურში ამ დრომდე რჩებიან ლარსის გავლით შემოსული ტურისტებიც.

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად გუდაურში დღეს საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და კოორდინაციას გაუწევს რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს.


საკვები მარაგის შევსებას გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გაჩერებული სატვირთო ავტომობილების მძღოლები ითხოვენ. ამ მონაკვეთზე სამუშაოების დაწყება ზვასაშიშროების გამო უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება.

სტეფანწმინდაში კი რამდენმე მაღაზია დაიხურა, დანარჩენებში კი, ტურისტების თქმით, მხოლოდ სარეცხი საშუალებები და ალკოჰოლია დარჩენილი. საკვები პროდუქტებით მომარაგება ყაზბეგში ძლიერი ნისლის გამო ვერც ვერტმფერნით ხერხდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები