03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
გუდაურში დაკარგული ტურისტები იპოვეს

გუდაურში დაკარგული ტურისტები იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. არსებული ინფორმაციით დილით დაწყებული სამძებრო სამაშველო სამუშაოები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მაშველებმა ორივე ლატვიელი ტურისტი უვნებელი იპოვეს. 

მაშველები ტურისტებთან ერთად ამ წუთებში უკან ბრუნდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ტურისტები რამდენიმე საათის განმავლობაში თოვლში იყვნენ ჩარჩენილები და ისინი დახმარებას ითხოვდნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები