03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
საქართველოს მხარდაჭერა საფრანგეთს - აქცია თბილისში

საქართველო საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებს და გამოცემა „შარლი ებდოს” ოფისში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. ოფიციალურმა თბილისმა პოზიცია ჯერ განცხადებებით, შემდეგ კი სოლიდარული აქციებით გამოხატა.

პრემიერმა და პრეზიდენტმა ფრანგ ხალხს თანადგომა გუშინვე აღუთქვეს. დღეს დილიდან კი თბილისში სოლიდარობის აქციები გაიმართა.

ქართველი ჟუნრალისტები დღეს საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმეს.

დღის ბოლოს კი აქცია ფრანგულ ინსტიტუტთან გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან, დღეს ერთიანები იყვნენ. თითოეული მათგანი საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს და ფრანგ ხალხს თანადგომას უცხადებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები