03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
საფრანგეთის საელჩოსთან პოლიტიკოსები სოლიდარობის გამოსახატავად მიდიან

სოლიდარობას ფრანგი ხალხის მიმართ თბილისში დღესაც გამოხატავენ. საფრანგეთის საელჩოში დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მიდიან და სამძიმრის წიგნში ჩანაწერებს ტოვებენ. 

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ თავდასხმა "შარლი ებდოზე" არის თავდასხმა ცივილიზებული სამყაროს ყველაზე მთავარ ღირებულებებზე - სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე.

საფრანგეთის საელჩოსთან იმყოფებოდნენ "ერთანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც," რომლებმაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.

"ეს არის თავდასხმა არა მარტო სიტყვის თავისუფლებაზე, არამედ ზოგადად თავისუფლებაზე. ეს არის სერიოზული გამოწვევა. ჩვენი ყველას ამოცანა, ვისაც გვსურს, რომ საკუთარი თავისუფლება დავიცვათ და თავისუფალ სამყაროში ვიცხოვროთ, არის ის, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ სერიოზულად და ვიყოთ მზად ამ ბრძოლისთვის. ვიყოთ თანმიმდევრულები თავისუფლების დაცვაში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საფრანგეთის საელჩსთან იმყოფებოდნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და პარტია "მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენლებმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები