03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ნინოწმინდა-ახალქალაქის მიმართულებით საგზაო მოძრაობა გახსნილია

ნინოწმინდა - სომხეთის საზღვარზე გზის 22-კილომეტრიანი მონაკვეთი თითქმის გაწმენდილია. გზა გაიხსნა და, შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია. სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება სოფელ ფოკის და პატარა ხანჩალის მიმართულებით.

"ნინოწმინდა-სამების სასაზღვრო-გამტარი პუნქტის საგზაო მონაკვეთი თოვლისა და ნამქერისგან ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია. ასევე გამოყვანილია თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი ავტომობილები. ამ მომენტისთვის აღნიშნული საგზაო მონაკვეთი მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკეტილია. თუმცა, ადგილზე რჩება საგზაო დეპარტამენტის სპეცტექნიკა, საპატრულო ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური,“ - განმარტეს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. 

დღის ამბები