03 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
მარკ ცუკერბერგს მოკვლით ემუქრებოდნენ

წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ პუბლიკაციების გამო ტერორისტები facebook-ის დამაარსებელს სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ.

ამის შესახებ მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე წერს.

სოციალური ქსელის დამაარსებელი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ პაკისტანელი ექსტრემისტი მას სიკვდილით დასჯით დაემუქრა იმის გამო, რომ ფეისბუკმა მუჰამედის შეურაცხმყოფელი პოსტები არ დაბლოკა.

მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ სოციალური ქსელი ხალხს განსხვავებული პოზიციების გამოხატვის თავისუფლებას აძლევს და არავის მისცემს საშუალებას, კომპანიას საკუთარი წესები უკარნახოს.

მისი თქმით, შეზღუდვები მხოლოდ იმ პუბლიკაციებს ეხება, რომლებიც ექსტრემიზმის პროპაგანდას მოიცავს.

მარკ ცუკერბერგმა საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი იდეების დასაცავად სიმამაცეს იჩენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები